დაბრუნების პოლიტიკა
მყიდველის მიერ Mdshop.ge-ს ვებგვერდიდან შეძენილი ნივთის დაბრუნება/გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში ან/და თუ არ შეესაბამება თქვენს მიერ გამოწერილ პროდუქტს.
Mdshop.ge იღებს ვალდებულებას შეძენილი პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში აანაზღაუროს გადახდილი თანხა სრულად, თუ პროდუქტის სასაქონლო სახე შენარჩუნებულია და ახლავს ყველა დამატებითი ნაწილი, რაც შესყიდვის დროს იქნა მიღებული.
დაბრუნებას არ ექვემდებარება:
- ელექტრო დეტალები და ელექტრონული კომპონენტები (სარბენ ბილიკების ძრავები, დისპლეები, მართვის პანელები, მეტალო დეტექტორების ელექტრონული სისტემები)
- პროდუქტი, რომელიც გამოყენებულ იქნა ან დაყენებულ იქნა
- ცვეთადი ნაწილები (სარბენი ზედაპირი, ბილიარდის ტილო, კიები)
- პროდუქტი, რომლის შეფუთვა დაირღვა ან დაირღვა ჰიგიენური ნორმები
- აქსესუარები და დამატებითი აღჭურვილობა, რომელთა შეფუთვა გახსნილია
სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების შეძენას გირჩევთ წინასწარ მაღაზიასთან შეთანხმებით. შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ პროდუქტი ნამდვილად თავსებადია თუ არა თქვენს ტექნიკაზე (სარბენი ბილიკის, ბილიარდის მაგიდის ან მეტალო დეტექტორის მოდელთან).
დაბრუნებას არ ექვემდებარება პროდუქტი, რომლის მიღება-ჩაბარების აქტს და მის უნაკლო მდგომარეობაში ჩაბარებას მყიდველმა ხელი მოაწერა პროდუქტის მიტანისთანავე, კურიერის თანდასწრებით.
პროდუქტის გადაცვლა/შემოწმება შესაძლებელია კურიერთან ნივთის გახსნისა და შემოწმების დროს:
თუ პროდუქტს აქვს გარე დაზიანება (დაზიანებული შეფუთვა, ხილული დეფექტები, არასრული კომპლექტაცია), ასეთ შემთხვევაში მყიდველი არ იღებს ნივთს, უბრუნებს დაუყოვნებლივ კურიერს, უკავშირდება მაღაზიას და სთხოვს გამოსავლის ძიებას.